ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს

ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს კლასტერული გავრცელება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა კოვიდრეგულაციებს დაიცავს, დიდი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება.

“ეპიდვითარება ქვეყანაში დაახლოებით ბოლო 20 დღეა თანდათან უარესდება. იმატებს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი, იმატებს თანდათან დადებითობის მაჩვენებელი, ანუ ტესტირებულ ადამიანთა რიცხვში დადებითები. ე.წ. რეპროდუქციის მაჩვენებელი უკვე 1-ს ზემოთ არის, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ასევე იმატებს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ ადამიანების, რომლებიც არიან საავადმყოფოებში ან ბინაზე, ან სასტუმროებში მკურნალობაზე - ყველა ეს ინდიკატორი სამწუხაროდ, უარესდება. ის, რომ კლასტერებია ჩამოყალიბებული სამეგრელო, შიდა ქართლში და გურიაში ეს მეტყველებს და ეს გახლავთ პირველი ნიშანი, რომ შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით საყოველთაო გავრცელება არ გვაქვს, გვაქვს კლასტერული გავრცელება.

პირველ რიგში დღეს, რაც გვაქვს იმ შეზღუდვების აღსრულება უნდა გამკაცრდეს და კონტროლი და მეორე, რაც მთავარია, მოსახლეობას კიდევ მეტად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. თუ რეკომენდაციებს შევასრულებთ პატიოსნად, მაშინ დიდი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით