სამგორის რაიონის გამგებელი - პირველადი დასკვნით, კორპუსი, რომლის მეოთხე სართულზეც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის

სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსი, რომლის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ადგილობრივებს კორპუსში შესვლა შეეძლებათ.

რაც შეეხება გარდაცვლილს, კახა სამხარაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გზაში გარდაიცვალა.

“როგორც იცით, სამგორის დასახლებაში აფეთქება მოხდა. რამ გამოიწვია აფეთქება, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, მერიის სამსახურები ადგილზე იმყოფებიან, შეამოწმეს და პირველადი დასკვნით, კორპუსს საფრთხე არ ემუქრება, საცხოვრებლად სახიფათო არ არის. ერთ-ერთ მეზობელს კედელი აქვს დაზიანებული, მაგრამ საცხოვრებლად უვარგისი არ არის. მთლიანად სადარბაზო არის ევაკუირებული. სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, დაშავებული ქალი გზაში გარდაიცვალა",-განაცხადა კახა სამხარაძემ.

ცნობისთვის, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარება. აფეთქების შემდეგ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები შენობის უსაფრთხოებას სწავლობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა