აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 270 735 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 677 ადამიანი. პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში საერთო ჯამში ვაქცინის ორივე დოზა 342 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.