გურამ ნიკოლაშვილი - ზურაბ ქუმსიშვილის „პოსტი“ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის მორიგი ძალიან მკაფიო მაგალითია

ჟურნალისტი გურამ ნიკოლაშვილი მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორის ზურაბ ქუმსიშვილის სტატუსს პასუხობს.

ქუმსიშვილის თქმით, თურქეთის საელჩო იმიტომაა დაინტერესებული "ნამახვანჰესის" პროექტით, რომ იქ ურანს მოიპოვებენ და ხიდებიც და გზებიც, იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება.

გურამ ნიკოლაშვილი ზურაბ ქუმსიშვილის სტატუსს ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის მორიგ, ძალიან მკაფიო მაგალითს უწოდებს.

„ეხლა სერიოზულად. წარმოგიდგენთ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის მორიგი, ძალიან მკაფიო მაგალითს. ვინმე ზურაბ ქუმსიაშვილი, მეტაფიზიკურ(!) კვლევათა თვითგამოცხადებული ცენტრის დამაარსებელი წერს აბსოლუტურ ბოდვას, რაღაც გაუგებარ სტატუსს, რომელშიც სერიოზულად ამტკიცებს, რომ "ნამახვანის ჰესის" მშენებლობის უკან სინამდვილეში ურანის მოპოვების ინტერესი დგას და სწორედ ამას ლობირებს თურქეთის ელჩი. კონსპიროლოგიის არაჩვეულებრივი ნიმუში, შეგიძლიათ გაეცნოთ. 3500-ზე მეტი გაზიარება 12 საათის განმავლობაში! ის გარემოება, რომ ამ ტექსტში ყველა სიტყვა ბოდვაა, პირიქით აძლიერებს მის გავლენას. რაც უფრო დაუჯერებელი და მომნუსხავია ისტორია, მით უფრო იქცევს ყურადღებას და როგორც მინიმუმ თესავს ეჭვს. ეჭვის დათესვა, უნდობლობა, ადამიანების დაყოფა კი საინფორმაციო ომში ქვაკუთხედია. აქ უკვე ჩნდებიან სხვა ვითომ რაციონალური და ენჯეო ქსელში აღიარებული რგოლები და იწყებენ ჭკვიანი სახით მტკიცებას:

- კი მაგრამ, რა არ დადეს სახელმწიფოსთვის წამგებიანი კონტრაქტი?

- კი მაგრამ, კაშხალი რომ გასკდება 35 მეტრიანი ტალღა არ წალეკავს ქუთაისს?

- კი მაგრამ, თურქები რომ ჩასახლდებიან რიონის მთელ ხეობაში, 99 წლის შემდეგ მაგათ გაყრით?

- კი მაგრამ, ტვიში რომ დაიტბორება, რა ეშველება ჩვენს უნიკალურ ქართულ ღვინოს?

- კარსტული მღვიმეები რომ ამოივსება იურიულ პერიოდამდე რიონის წყლით და წყალტუბოში ამოასხამს, ეხლა ეგეც უნდა დავკარგოთ?

- კი მაგრამ, ყაზბეგიც რომ ვულკანია? ბახმაროშიც ჰესი? რა ხდება საერთოდ, რას გვიპირებეეენ?

და აპოკალიპტური კივილი, მედიასაშუალებების პანიკური დიქტორების მომაკვდინებელი ტექსტების ფონზე.

ვის უნდა დაუმტკიცო, რომ კონტრაქტი სრულიად შეესაბამება ყველა სტანდარტს და სახელმწიფო ინტერესს, გარემოზე ზემოქმედება შესწავლილია, მიწა კომპანიას მხოლოდ ჰესის ასაშენებლად აქვს გადაცემული, ხის მოჭრა თუ ხრეშის მოპოვებაც ლიცენზიით ხდება და ასე შემდეგ. ვერავის დაუმტკიცებ, იმიტომ რომ ჰიბრიდულ ომში ირაციონალურ ბოდვებს ვერ უპასუხებ რაციონალური არგუმენტებით.

ასე შევიდა უვიცი წითელი პროფესურა 1935 წელს თსუ-ში და მგონი მათაც უფრო ახლოს ქონდათ გავლილი რაციონალურ აზროვნებასთან, ვიდრე დღევანდელ საჯარო აქტორებს.

ოღონდ, აქ მთავარი სხვა რამეა. ასეთი ბოდვების წაკითხვისას ვითომ რესპექტაბელური ავტორები სდუმან, თითქოს ეს მათ არ ეხებათ, თითქოს ამას ქართული მარში და მათთან გათანაბრებული პირები წერენ. მაგრამ სწორედ ამათ მიერ მობილიზებული ხალხია მერე აქციაზე რომ დგას და ამათ სათავეში დგას ენჯეო სექტორით მხარდაჭერილი ვარლამი და ლაპარაკობს ადგილობრივების სახელით.

იმ ადგილობრივების, სინამდვილეში პროექტზე რომ მუშაობენ. იმ ადგილობრივების, ვინც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გადასცა მიწა ჰესს. და იქმნება კაკაფონია, თითქოს ცალ მხარეს ხალხია, მეორე მხარეს მთავრობა.

ამ მავნებლურ წინააღმდეგობას კი ეწირება ქვეყნის ინტერესები, მომავალი, განვითარების პერსპექტივა, ინვესტიცია, ფული, დასაქმება და ათასი რამ, რაც ამ სამყაროს რაციონალურ ნაწილს ამუშავებს.

ირაციონალურ ნაწილში კი ხო აოტნეს პოზნერი, განათავისუფლეს ღვთივკურთხეული საქართველო, არ დაუშვეს კომენდანტის დარღვევა და განკვერცხეს დუშმანი!

ოღონდ მერე ამ ველური ჯახის ინტელექტუალი მხარდამჭერები ისევ შეიკრიბებიან სასტუმრო "რუმსის" გრილ ჰოლში მორიგი ბროძელის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, რუსული ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობას ანტისაოკუპაციო სიმბოლოკით გაფორმებულ პირბადეებში ჩაადუდუნებენ“, - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

ინფორმაციას „ენკა“ ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა