ნათია თურნავა - ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის", რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის

ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის", რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, მშვიდ და საქმიან გარემოს საჭიროებს.

„ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის," რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენ გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესი" საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინიტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა