ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტია იმარჯვებს

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, მემარჯვენე პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ იმარჯვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, პრემიერის პარტიას ხმა ამომრჩევლების დაახლოებით 25.2%-მა მისცა, ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვის, „სოციალისტურ” პარტიას - 17-17.5%-მა.

პარტიამ „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ ხმების დაახლოებით 10%-ი მიიღო, “დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ - 10-11%-ი, პარტიამ - „ადექი! მაფია გარეთ!“ - 5%-ი, ბორისოვის პარტიის კოალიციურმა პარტნიორმა, ბულგარეთის ნაციონალურმა პარტია VMRO-მ კი, სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 4%-იანი ბარიერი გადალახა.

ეგზიტპოლების მონაცემების თანახმად, ბოიკო ბორისოვს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ქვეყანაში 12 000-ზე მეტი უბანი დილიდან გაიხსნა, ხმის მიცემის უფლება 6.7 მილიონ ადამიანს ჰქონდა. არჩევნებში მონაწილეობა 22 პოლიტიკურმა პარტიამ, 8 კოალიციამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო.

იხილეთ ვიდეო:ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტია იმარჯვებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო