ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ინდონეზიასა და მეზობელ აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მაშველები დაკარგულების ძებნას კვლავ აგრძელებენ.

”სტიქიამ ოთხი ქვეოლქი და შვიდი სოფელი დააზარალა. მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ დაიღუპა 41, დაშავდა 9 და დაკარგულად ითვლება 27 ადამიანი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ინდონეზიის კატასტროფის რისკის შემცირების სააგენტოს პრესსპიკერმა რადიტია ჯატიმ.

ამასთან, 11 დაღუპულის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას აღმოსავლეთ ტიმორის ოფიციალური პირები.

ინდონეზიის არქიპელაგზე ფატალური შედეგის მქონე წყალდიდობა და მეწყერი მუსონური სეზონის განმავლობაში ხშირია. ეს სეზონი, ჩვეულებრივ ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში გრძელდება.

იხილეთ ვიდეო:ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა