ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობის წლის ბოლომდე ვაქცინაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შედეგად ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესახებ.

უკრაინის მთავრობამ შვიდი დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავება და დამტკიცება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ცნობისათვის, უკრაინაში პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 34 333-ია.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობის წლის ბოლომდე ვაქცინაციის შესახებ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო