ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ინდოეთში კოვიდ 19-ს კიდევ 478 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 12.59 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 165 101 ადამიანი.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა