ამირან გამყრელიძე - თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში და ქვეყანაში გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონებში ახალი კლასტერების ჩამოყალიბება კვლავ დიდ თავშეყრებს - ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თავშეყრები დადგენილებით არის შეზღუდული, მოსახლეობა ამას მაინც არ ერიდება. მისივე ინფორმაციით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.

„ბოლო ორი კვირის, 20 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე, ნელ-ნელა იმატებს ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი. მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ანუ ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი 20 დღეა ერთს სცილდება ზემოთ, დადებითობის ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი ასცილდა 2-ს, ასევე, შეიმჩნევა ზრდის დინამიკა აქტიური შემთხვევების. ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა და პრევენცია გავაკეთოთ ეპიდსიტუაციის შემდგომი გაუარესებისა. პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე, ბოლო მონაცემით, გვაქვს 51%, მაგრამ ცოტაა ეს, უნდა ავიდეთ, სულ მცირე, 75-80%-ზე და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად.

რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს უკვე კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში გვაქვს ეს, სამეგრელოში, გვაქვს გურიაში, ყველაფერი ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებთან და დაკავშირებულია დიდ ქორწილებთან, ამიტომ ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ, ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდულია, მაგრამ მოსახლეობა სამწუხაროდ არ მიყვება ამ შეზღუდვებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძე - თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში და ქვეყანაში გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა