1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანგარიშგების ვალდებულება აქვთ

1 აპრილიდან 1 მაისამდე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანგარიშგების ვალდებულება აქვთ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს ანგარიშგება წარუდგინოს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორგანიზაციების მისამართზე წარდგენის ნაცვლად, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს info@des.gov.ge-ზე და ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს info@nea.gov.ge-ზე ელექტრონული სახით წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად. ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა