ისრაელის პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე კონსულტაციებს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე, მათთვის სასურველ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რივლენი დღის განმავლობაში იმ 13-ვე პარტიის წარმომადგენელს შეხვდება, რომლებმაც გასულ თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს „ქნესეთში“ მანდატები მოიპოვეს.

კონსულტაციების შედეგად, ისრაელის პრეზიდენტი ერთ-ერთ კანონმდებელს სამთავრობო კოალიციის შექმნას დაავალებს.

შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა