დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ

აქციები რა თქმა უნდა, ეპიდვითარებას დაამძიმებს, მაგრამ როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია ის, რომ ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა ქვეყანაში, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების თაობაზე ქუჩაში დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა საჭირო არ არის.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული თუ რა ვითარება იქნება ეპიდემიოლოგიურად და ამოქმედდება თუ არა მკაცრი შეზღუდვები.

„შეზღუდვების გამკაცრება თუ მისი შემსუბუქება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის: მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება, ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი და ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვებისთვის არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ მათ ვივიწყებთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა