მედია - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას ვლადიმერ პუტინის გარეშე განიხილავენ

უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა, მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართონ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა ZN.UA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა დონბასში ვითარების გამწვავება და ამ მხრივ მხარეთა პოზიციების კოორდინაცია იქნება.

სამი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 30 მარტს ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სტაბილიზაციის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდეს.

იხილეთ ვიდეო:მედია - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას ვლადიმერ პუტინის გარეშე განიხილავენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო