Bloomberg - ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, დღეში საშუალოდ 16.5 მილიონი ადამიანი იცრება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 151 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 165 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

ჩინეთში ვაქცინაცია 136 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 79 მილიონს, ინდოეთში კი 75 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 18.5%-მა მიიღო. ვაქცინაციის სწრაფი ტემპით მათ ჩილე, მაროკო, გერთიანებული სამეფო და თურქეთი მოჰყვებიან.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, დღეში საშუალოდ 16.5 მილიონი ადამაინი იცრება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო