ალუდა ღუდუშაური - მტკნარი სიცრუეა, თითქოს „ქართული ოცნება" ვმსჯელობდით იმაზე, უნდა დაგვეჭირა თუ არა ნიკა მელია

მტკნარი სიცრუეა, თითქოს „ქართული ოცნება" ვმსჯელობდით იმაზე, უნდა დაგვეჭირა თუ არა მელია - ეს იგივენაირი მსჯელობა იყო, როგორც მსჯელობენ ყაზბეგში ჩემი მეზობლები, როცა ტელეეთერებით უყურებენ პროცესს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან, მელიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

ღუდუშაურმა უარყო, რომ მელიას დაკავებამდე „ქართული ოცნება" მისი დაკავების საკითხს განიხილავდა, რაც შეეხება სასამართლო პროცესს და მის მოლოდინებს, ღუდუშაური აცხადებს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა პროცესს დააკვირდეს და დასკვნები გააკეთოს.

„სასამართლო ჩაინიშნა და ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი პოზიცია დაამტკიცონ. ბატონი მელია დღემდე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, ამიტომ აგერ არის სასამართლო და ყველას გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ და გამოვიტანოთ დასკვნები.

ჩვენ მაშინ არაფერს ვმსჯელობდით, ეს დაახლოებით იგივენაირი მსჯელობა იყო, როგორც მსჯელობენ თქვენთან თქვენი მეზობლები, ან ჩემთან სოფელში, ყაზბეგში ჩემი მეზობლები, როცა უყურებენ ტელეეთერებით პროცესს და გამოთქვამენ თავიანთ აზრს. მტკნარი სიცრუეა თითქოს „ქართული ოცნება" ვმსჯელობდით იმაზე, უნდა დაგვეჭირა თუ არა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა