ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, კორონავირუსის ახალი კლასტერის გაჩენის გამო, მოსახლეობას აცრიან

ჩინეთის ქალაქ რუილიში, სადაც კოვიდ -19-ის ახალი კლასტერი გაჩნდა, მთელს მოსახლეობას აცრიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქი, სადაც 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მიანმარის საზღვართან მდებარეობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ახალი კლასტერი მიანმარიდან გაჩნდა, სადაც თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არეულობაა.

ცნობისათვის, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო 2 თვის განმავლობაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა