ლევან იოსელიანი - გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კონკრეტული დეპუტატების განცხადებები შემოვა

ჩემს გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც პარლამენტში კონკრეტული დეპუტატების განცხადებები შემოვა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნებას სჭირდება, რომ მანდატებიც შენარჩუნებული იყოს.

"მოლაპარაკება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა ოპოზიციონერი ერთნაირად არ ფიქრობს. ზოგი თვლის, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მიზნით უნდა მიმართონ, ზოგი ასე არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, ეს კომენტარებიდან ჩანს. ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ სწორია პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცე იყოს დატოვებული და ამას სჭირდება, რომ მანდატები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, მათიც მესმის, ვისაც აღარ უნდა მანდატის ფლობა და ამბობს, რომ გაუქმდეს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა