თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ 10 გადამდგარი ადმირალი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიდევ 4 გადამდგარი ადმირალი, რომლებიც ასაკის გამო არ დააპატიმრეს, დაკითხვაზე არიან დაბარებულები.

აღნიშნულ პირებს „კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად ძალის გამოყენებაში და ძალადობაში“ ადანაშაულებენ.

თურქეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ დაკავებულებმა ორგანიზება გაუწიეს ღია წერილის გავრცელებას, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალების 104 გადამდგარი ოფიცერი აწერს ხელს.

წერილში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მონტროს კონვენციაზე დებატების დაწყება შემაშფოთებელია და რომ ეს არის შეთანხმება, რომელიც "თურქეთის ინტერესებს საუკეთესოდ იცავს".

თურქეთის ხელისუფლებამ წერილი წარსულის სამხედრო გადატრიალებებს დაუკავშირა.

მონტროს კონვენციაზე დებატების დაწყება გასულ თვეში სტამბოლის ახალი არხის მშენებლობის გეგმის დამტკიცებამ გამოიწვია.

მონტროს კონვენცია უზრუნველყოფს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამოქალაქო დანიშნულების გემების გადაადგილებას როგორც მშვიდობის, ასევე ომის დროს. ის ასევე არეგულირებს სრუტეების გამოყენებას იმ ქვეყნების სამხედრო გემების მიერ, რომლებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნები არ არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა