მედია - ირანში ისრაელის ჯაშუში დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ ისრაელის ჯაშუში დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული ახალი ამბების სააგენტო YJC-ი ქვეყნის დაზვერვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციაში დაკავებულის ეროვნების შესახებ საუბარი არ არის.

„ირანის აღმოსავლეთ პროვინციაში ისრაელის ჯაშუში დააკავეს. დაკავებულები არიან ასევე სხვა ჯაშუშებიც, რომლებიც კონტაქტში იყვნენ რამდენიმე ქვეყნის დაზვერვის სამსახურებთან”, - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ირანელი, რომელიც აშშ-სა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, 2020 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა