აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 271 834 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 711 ადამიანი.

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 591 012, ვაქცინის ორივე დოზა კი 356 935 ადამიანს აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა ასაკის თანამშრომლების ვაქცინაცია დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა