IRI - გამოკითხულთა 82%-ს ქართული ჯარი მოსწონს, ეკლესია 79%-ს, მედია - 62%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 82%-ს, ქართული არმია მოსწონს.

მეორე ადგილზე ეკლესიაა, რომელიც გამოკითხულთა 79%-ს მოსწონს, მესამეზე - ქართული მედია 62%-ით.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-ს პოლიცია მოსწონს, 39%-ს -არა, 52%-ს მოსწონს პრემიერ-მინისტრის ოფისი და 41%-ს - არა, 50%-ს - ადგილობრივი ხელისუფლებები მოსწონს - 42%-ს არა, 45%-ს მოსწონს მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი), ხოლო 49%-ს - არა. ცენტრალური საარჩევნო კომისია და პარლამენტი გამოკითხულთა 42-42%-ს მოსწონს, 51%-ს და 53 %-ს კი - არა. საზოგადოებრივი საგანმანათლებლო სისტემა გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს, 58%-ს კი- არა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 33%-ს მოსწონს, ხოლო 61%-ს -არა, პროკურატურა - 31%-ს მოსწონს და 52%-ს არ მოსწონს, სასამართლოები - 30% მოსწონს და 55%-ს - არა, გუბერნატორები 29%-ს მოსწონს და 45%-ს -არა, ეროვნული ბანკი 29%-ს მოსწონს და 59%-ს -არა, პოლიტიკური პარტიები 27%-ს მოსწონს და 62%-ს -არა, პროფკავშირები - 15%-ს მოსწონს და 43%-ს -არა.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები IPM -ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს