ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ინდონეზიასა და მეზობელ აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მაშველები დაკარგულების ძებნას კვლავ აგრძელებენ.

”სტიქიამ ოთხი ქვეოლქი და შვიდი სოფელი დააზარალა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ინდონეზიის კატასტროფის რისკის შემცირების სააგენტოს პრესსპიკერმა რადიტია ჯატიმ.

BBC-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა, აღმოსავლეთ ტიმორში კი 20. ინდონეზიის არქიპელაგზე ფატალური შედეგის მქონე წყალდიდობა და მეწყერი მუსონური სეზონის განმავლობაში ხშირია. ეს სეზონი, ჩვეულებრივ ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო