გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ ქუჩაში გასვლა დააანონსა, IRI-მ არასასურველ სიურპრიზად კვლევა დაუდო - კვლევამ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, რომ პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნები არ არის

როცა ოპოზიციამ ორი დღის წინ ქუჩაში გასვლა დააანონსა, ამის ფონზე IRI-მ არასასურველ სიურპრიზად კვლევა დაუდო - IRI-ის კვლევამ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა იყოს და პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნები არ არის, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“, “ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის შეფასებით, საზოგადოება ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს არ ემხრობა, თუმცა “ოპოზიციის ნაწილი სხვა სამყაროში ცხოვრობს“.

“ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, რომელსაც საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხები არაფრად მიაჩნია, გარდა იმისა, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, არაფერი აინტერესებს. ოპოზიციის ამ ნაწილს არც ვადამდელი არჩევნები აიტერესებს. ყველაფერი ნათელია და ამაზე აღარც მათი ამომრჩეველი დავობს. მთავარია, რომ საზოგადოება, ამომრჩეველი გაცილებით მეტად გაიზარდა, მათ შორის პოლიტიკურად, ვიდრე მათი რჩეულები. ეს ხალხი ხედავს, რომ დღეს საქართველოს ბევრი სხვა გამოწვევა აქვს. ეს არის გეოპოლიტიკური პროცესები, არის საშინაო პრობლემები და გამოწვევები, ეკონომიკური კრიზისი, რასაც ჩვენ მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით. საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ გაართვა ხელისუფლებამ თავი პანდემიის პროცესში თავად პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს და ეს დაადასტურა 31 ოქტომბრის არჩევნებით, რომელიც ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ აღიარა. ნამდვილად არ გვაქვს პოლიტიკურ გამჭრიახობასთან საქმე, როცა რასაც ნოემბრის პირველ დღეებში ითხოვდი, იმას ექვსი თვის თავზე იმეორებ და ამ მოთხოვნას შენივე მომხრე და ამომრჩეველი არ ეთანხმება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

IRI-ის გამოკითხული მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს. გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა