აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისის აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელი იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობა, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის ფარგლებში.

„რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან,”- განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ-მა რუსეთს უკრაინის საზღვართან ბოლო პერიოდის პროვოკაციების შესახებ განმარტება სთხოვა.

„ჩვენ რუსეთს ამ პროვოკაციების შესახებ განმარტება ვთხოვეთ ,”- აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, აშშ მზადაა სიტუციაში ჩაერთოს.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გამართული სატელეფონო საუბარის დროს ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს. სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორისაც. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა