განათლების სამინისტრო - იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება

იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.

„სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა