სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აშშ-ს ელჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეების ოფისის დირექტორი, რებეკა ჰანტი, საელჩოს რეზიდენტი სამართლებრივი მრჩეველი, მაიკლ გრანტი და USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ადამ შმიდტი.

სახელმწიფო ინსპექტორმა აშშ-ის ელჩს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე - ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, საჯარო და კერძო სექტორში მონაცემთა უსაფრთხოებაზე, გამოძიების ჩატარებისას მტკიცებულებათა მოპოვების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების), ასევე, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სირთულეებზე.

ამასთან, შეხვედრაზე კელი დეგნანმა, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი უწყების, როლს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე, სამსახურის მნიშვნელობას საპოლიციო საქმიანობის კონტროლისა და მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღუთქვა მხარდაჭერა გაძლიერებაში და გამოწვევების დაძლევის პროცესში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოხატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა