მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან

რამადანის დაწყების შემდეგ მექაში უმრას შესრულებასა და ქალაქში მდებარე დიდ მეჩეთში ლოცვებზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები შეძლებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

საუდის არაბეთის ჰაჯისა და უმრას მინისტრმა განმარტა, რომ ვაქცინირებულად ჩაითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული, ან ვაქცინის პირველი დოზა მეჩეთში შესვლამდე მინიმუმ 14 დღის ადრე ექნებათ გაკეთებული, ასევე ის პირები, რომლებიც კორონავორისისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.

მინისტრის თქმით, ეს პირობა ქალაქ მედინაში მდებარე წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელობის მეჩეთშიც გავრცელდება.

ცნობილია, რომ შეზღუდვა ძალაში რამადანის დაწყებისას შევა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში.

საუდის არაბეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 393 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 700 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეფოში, რომლის მოსახლეობა 34 მილიონს აჭარბებს, დღემდე კორონავირუსის 5 მილიონზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა