საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 592 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 220-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც