გიორგი ღვინიაშვილი - რამდენად სერიოზული იქნება გახარიას რეიტინგი ოპოზიციაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია

რამდენად სერიოზული იქნება გახარიას რეიტინგი ოპოზიციაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ღვინიაშვილი რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასადმი მოწონების მაღალ მაჩვენებელს.

ღვინიაშვილის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ როგორც მისი, ასევე „ქართული ოცნების“ რეიტინგი შეიცვალა.

,,ეს კვლევა ჩატარებულია მაშინ, როდესაც გახარია იყო ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი. მისი გადადგომის შემდეგ, მისი და ზოგადად „ქართული ოცნების“ რეიტინგი როგორ შეიცვალა კიდევ სხვა კვლევის საგანია. გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, დღეს-დღეობით მის კისერზეა 20 ივნისი და ზოგადად, რამდენად სერიოზული იქნება მისი რეიტინგი ოპოზიციაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა