რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვაშინგტონი კიევისა და მისი დასავლელი მფარველების პროვოკაციული პოლიტიკის შედეგებით შეშფოთებული უნდა იყოს

მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი შედგა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„დონბასში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტი გვქონდა. ამერიკულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება”, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, შეინიშნება კიევის და მისი დასავლელი მფარველების, აშშ-ის ხელმძღვანელობით, პროვოკაციული და გამომწვევი ქმედებები.

„ვაშინგტონი ამ კოორდინირებული პოლიტიკის შედეგებით შეშფოთებული უნდა იყოს,“ - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან. მისი თქმით, აშშ-მა უკრაინის საზღვართან ბოლო პერიოდის პროვოკაციების შესახებ რუსეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. „ჩვენ რუსეთს ამ პროვოკაციების შესახებ ახსნა-განმარტება ვთხოვეთ ,”- აღნიშნა ნედ პრაისმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა