შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე - ეს ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს

ეს ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შეიძლება იყოს ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება რაიმეს შემცვლელი მოლაპარაკების პროცესში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხმაური შექმნას და ის წარმოაჩინოს, როგორც მოქალაქეთა ნება.

„სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩანიშნულია სასამართლო ამ დღეებში, იქ იქნება მსჯელობა და ვნახავთ რა იქნება ამის შედეგი. ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს და არავის დედამიწის ზურგზე არ ეპარება ეჭვი ამ არჩევანის შედეგებში, ერთადერთი ეს არის ვიწრო წრე ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ ხმაური გამოიწვიონ და ეს ხმაური წარმოაჩინონ, როგორც ჩვენი მოქალაქეების ნება. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ყველა, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე უცხოელი პარტნიორები, რომ არავინ მხარს არ უჭერს მათ დესტრუქციულ ბოიკოტს და ყველა მოუწოდებს მათ, რომ ითანამშრომლონ პარლამენტში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა