დაგეგმილი აქციის გამო, ციხესთან, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ქალაქ პოკროვში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იმყოფება პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნავალნის მხარდამჭერების მიერ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციაა. ისინი ციხესთან შეკრებას და პოლიტიკოსისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნას აპირებენ.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. ნავალნი შიმშილობის დაწყების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მასთან საკუთარ ექიმს არ უშვებენ. გუშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა აქვს და ახველებს, თუმცა შიმშილობას მაინც განაგრძობს.

ნავალნიმ ასევე აღნიშნა, რომ მის საკანში მყოფი სამი პატიმარი ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინვე გაზეთმა „იზვესტიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის კორონავირუსზე ტესტი აუღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო