რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 328 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 597 868-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 389 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 101 106- მდე გაიზარდა. რუსეთში, ვირუსისგან 4 220 035 ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.