ისრაელის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტისგან ახალი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით მანდატი მიიღო.

კანონის თანახმად, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება და ამ ვადის გაგრძელება ორი კვირით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრი კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებს, პრეზიდენტი რეუვენ რივლინი სხვა კანდიდატს აირჩევს ან მისი არჩევის თხოვნით პარლამენტს მიმართავს.

შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე, მათთვის სასურველ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები გუშინ გამართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა