ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ

6 აპრილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით გენერლის სახლ-მუზეუმს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერებმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

,,ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ხასიათი აქვს და გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების და სამხედრო დამსახურების შესახებ მეტად ინფორმირებას ისახავს მიზნად. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა