ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს

იმისათვის, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ეკონომიკური სურათი აღდგეს, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანმა გაიხსენა ის ფაქტი, რომ თურქეთმა სომხეთ-თურქეთის საზღვარი 1993 წელს ცალმხრივად დაკეტა და აღნიშნა, რომ სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რაზეც თურქეთი უარს ამბობდა.

„ანკარას ასეთმა მტრულმა პოლიტიკამ ახალი მასშტაბები შეიძინა არცახის მიმართ აზერბაიჯანის 44-დღიანი აგრესიის დროს. კერძოდ, თურქეთმა აზერბაიჯანს პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა და ასევე უცხოელი შეიარაღებული ტერორისტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაისროლა. ამ კონტექსტში, იმისათვის, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ეკონომიკური სურათი აღდგეს, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს,“- განაცხადა ფაშინიანმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა