თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 51 იძულებით გადაადგილებულ პირს გრანტი გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა