ირანის პროკურატურამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბრალი 10 პირს წაუყენა

ირანის პროკურატურამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე 10 თანამდებობის პირს ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფაში მონაწილე 10 თანამდებობის პირს ბრალდება წაეყენა და საჭირო გადაწყვეტილებებს სასამართლო მიიღებს”, - განაცხადა სამხედრო პროკურორმა ღოლამ აბას თორკიმ.

2020 წლის 8 იანვარს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ „ირანის რევოლუციურმა გვარდიამ“ ჩამოაგდო. ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გასულ თვეს თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზად რადარის ხარვეზი და საჰაერო თავდაცვის ოპერატორის შეცდომა დაასახელა. კატასტროფას 176 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ უკრაინის, კანადის, ავღანეთის, გერმანიის, ირანის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა