„სპორტი მშვიდობისთვის“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ

კამპანია #სპორტიმშვიდობისთვის - აქტიური სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სპორტის თითქმის ყველა სფეროდან შეირჩა სპორტსმენი, რომელიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს - ხელნაკეთ თვითმფრინავს აგზავნის, როგორც სამშვიდობო მესიჯს.

„6 აპრილი არის საერთაშორისო დღე „სპორტი მშვიდობისთვის“ და სწორედ ამას მიძღვნა ICA-ს ფოტო-ვიდეო კამპანია. ამ კამპანიით ყველას სპორტსმენსა და სპორტის ქომაგს მოვუწოდებთ ჩაერთონ კამპანიაში და გახდნენ მშვიდობის ელჩები. სპორტი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ძლიერი ელემენტია და სპორტსმენებს ნამდვილად შეუძლით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

კამპანიაში ჩართული სპორტსმენები:

რაგბისტი - სოსო მათიაშვილი; მძლეოსანი - ლადო ხინჩიგაშვილი; კალათბურთელი - ტოლი ბოისა; პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი; წყალბურთელი - მიშა ბაღათურია; ტანმოვარჯიშე - ქეთი ხატიაშვილი; ფრენბურთელი - ლიზა ლობჟანიძე; ცხენოსანი - ოთო კუჭავა ; კარატისტი - სვეტლანა ფრუიძე; მოცურავე - ნანა ნებიერიძე; ფეხბურთელი - ნათია დანელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა