ანონსი  7 აპრილი

7 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 აპრილს, 10:30 საათზე, ძალადობაში ბრალდებული ქალბატონი ვენერა კურტანიძე მის ადვოკატთან ალექსანდრე კობაიძესთან ერთად საგანგებო მიმართვას გაავრცელებს.

მის: მარჯანიშვილის 16

საკონტაქტო: 598549484

7 აპრილს, 11:00 საათზე, ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე წერილით მიმართავენ აშშ-ის პრეზიდენტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად.

მის: აშშ-ის საელჩო თბილისში

7 აპრილს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ​ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციას აფასებს და მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

7 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი: დაძაბული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული დაპირისპირებები და ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე.

მის.: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 აპრილს, 11:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 ახალ საჩივარს გაგზავნის. საქმეები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

მის: კახიძის #15

7 აპრილს, 12:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს მედია - ვებინარს ჟურნალისტებისთვის.

თემა: „ინფოდემია - როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ ინფორმაციას პანდემიის პერიოდში და როგორ გავარჩიოთ მართალი ტყუილისგან“

სპიკერი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, „ღიას“ (მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის) დამფუძნებელი, თიკო ცომაია.​

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://who.zoom.us/j/97732652730

Meeting ID: 977 3265 2730; Passcode: Covid19!

7 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი C კორპუსი, V სართული)

7 აპრილს, 12:00 საათზე, გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა - ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული ოთახი N307)

7 აპრილს, 13:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართება.

მის: აკაკი წერეთლის #144, მე-8 სართული

7 აპრილს 13:30 საათზე "ლელოს" ლიდერები ლანა გალდავა და თამარ ბელქანია გააკეთებენ საგანგებო განცხადებას - ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული ადამიანების დაღუპვის შესახებ.

სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

7 აპრილს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, "ლეიბორისული პარტიის" წევრები, მდინარე ენგურთან საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: მამუკა ჯუღელი - 555 902 866

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა