ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის განვითარების შესაძლო კავშირების თაობაზე საბოლოო დასკვნისთვის ჯერ არ მიუღწევია

ევროპის წამლის სააგენტო EMA აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის განვითარების შესაძლო კავშირების თაობაზე ჯერ საბოლოო დასკვნისთვის არ მიუღწევია.

„EMA-ს მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტს ჯერ დასკვნა არ გაუკეთებია და ამჟამად შეფასება მიმდინარეობს. ჩვენ მაშინვე ჩავატარებთ პრესკონფერენციას, როგორც კი შეფასება დასრულდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სხვადასხვა მედიასაშუალებები ასევე წერენ, რომ ამ თემაზე ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი უწყება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ამ თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესი.

„ახლო კონტაქტი გვაქვს ევროპის წამლის სააგენტოსთან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოების შეფასების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ შეფასებას მოვისმენთ ოთხშაბათს საღამოს“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ EMA-ს ვაქცინაციის განყოფილების დირექტორმა მარკო კავალერიმ იტალიურ გამოცემას Il Messaggero-ს განუცხადა, თითქოს სააგენტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკვე დაადგინა „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ სინდრომს შორის. მისი აზრით, „უკვე შეიძლება ითქვას, რომ აშკარა კავშირებია ვაქცინასთან, თუმცა ჯერ არ იციან, თუ რა იწვევს ამ რეაქციას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა