Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი 0 მხოლოდ 3 თვე დასჭირდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 1.1 მილიონი, ევროპის რეგიონშია დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი მოდის.

ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი - 550 000-მდე - ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია. მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.

ამასთან, კომპანია Our World in Data-ს მონაცემებით, მსოფლიოში სულ მცირე 370.3 მილიონ ადამიანს, ანუ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 4.75%-ს, ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს.

იხილეთ ვიდეო:Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით