სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 7 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IIIა, V, VI, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ნოზაძის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ბროსეს, ქუთათელაძის, გერცენის, ლაღიძის, მესხიას, კვალის და ვასილ აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, სანაპიროს, ნიშნიანიძის, ჭანტურიას, ათონელის, ასათიანის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, გერცენის, ხაზინის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ზაქარიაძის, იოსებიძის, შარტავას, ანაგის, კანდელაკის, ბოჭორიშვილის, ამაშუკელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, დგებუაძის, კვაჭაძის და გვარამაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ხუდადოვის, მახალდიანის, თოფურიძის, ზაქრაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დარიალის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, ლარეხის, უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, ლამის, სალიების, სააკაძის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, არსენალის, ძეგამის, გუმათის, ბოდავის, ახუთის, ქვალონის, ცაიშის, მახათას, მნათობის, გრანელის, მიჩურინის, თეთნულდის, კიკვიძის, როსტოვის, ქინქლაძის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, პაატა სააკაძის, ჯაბაურის, დიღომბარის, ბერძენიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას“,-ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით