ბრაზილიაში კორონავირუსს ერთ დღეში რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ „ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს 4 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა ბრაზილიაში 337 000-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

ამ ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზარალი ვირუსისგან მიყენებულ ზარალზე უარესი იქნება.

მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ „ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს.

ცნობისათვის, ბრაზილიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში მარტში ვირუსს 66 570 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასულ თვესთან შედარებით ორჯერ მეტია.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიაში კორონავირუსს ერთ დღეში რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო