ჯო ბაიდენი - ვირუსის ახალი სახეობა სწრაფად ვრცელდება - პირდაპირ ვიტყვი: ფინიშის ხაზთან ჯერ არ ვიმყოფებით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და 19 აპრილისთვის ვაქცინაციაზე წვდომა ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს ექნება.

„ამერიკელი ხალხისა და ჩემი გუნდის დიდი მუშაობის შედეგად, დღეს მე ვაცხადებ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღი პირველი მაისიდან 19 აპრილისთვის გადმოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, 18 წელს გადაცილებული ყოველი ზრდასრული შეძლებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბროლის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა და მოდუნების დრო არ არის.

„ბევრი კარგი სიახლეა, თუმცა ცუდი სიახლეებიც არის. ვირუსის ახალი სახეობა სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ იკლებს. პირდაპირ ვიტყვი: ფინიშის ხაზთან ჯერ არ ვიმყოფებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდება, 19 აპრილიდან ვაქცინა თითოეული მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია