დანია კოვიდპასპორტის სქემის ამოქმედებას იწყებს

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ე.წ.კოვიდპასპორტის სქემა აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი, აპლიკაციის, ან დაბეჭდილი სახით, ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული, კორონავირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდათ, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე „კოვიდპასპორტი“ საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ესტუმრონ საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებს. მოგვიანებით კი, მისი მფლობელები მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლასაც შეძლებენ, რომელთა გახსნაც ქვეყანაში 6 მაისიდან იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როდესაც, მათი ვარაუდით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება. დანიის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ბიზნეს ობიექტები, რომლებიც იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც „კოვიდპასპორტი“ არ აქვთ, 400 ევროთი დაჯარიმდებიან, რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 6 000 ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მათ 330 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის დანიის კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული დანიის მოსახლეობის 7 პროცენტია, ვაქცინის პირველი დოზა კი 13.3 პროცენტს აქვს გაკეთებული. ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით 5.8 მილიონს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო