ალუდა ღუდუშაური - სიტუაციის განმუხტვის გასაღები თავად ნიკა მელიას ხელშია

სიტუაციის განმუხტვის გასაღები, როგორც აქამდე, მომავალშიც თავად ნიკა მელიას ხელშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, თუ მელიას მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, მან პოლიტიკურ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს.

ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრობაში დატოვებენ, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოუშვებენ. სჯობს, ჩამოყალიბდნენ. სასამართლო არის ობიექტური და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლომ რომ გამოუშვას, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება?

სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც თავად მელიას ხელშია. თუ მელიას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, მაღალი პოლიტიკური შეგნება და პასუხისმგებლობა აქვს, მან პოლიტიკურ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც სასამართლო და ვერც სხვა ინსტიტუცია ვერ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა