ინდოეთში კორონავირუსის 115 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 115 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ორ თვეში 13-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 630 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 12.8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 166 177 ადამიანი.

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ვაქცინის 85 მილიონი დოზაა გამოყენებული. აქედან 90% ინდოეთის „სერუმის ინსტიტუტში“ წარმოებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, დანარჩენი კი ადგილობრივი კომპანიის, Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა. სრული ვაქცინაციისთვის ორივე ვაქცინის ორი დოზის გამოყენებაა საჭირო. ინდოეთში, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 74 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა