Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 168 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

ჩინეთში ვაქცინაცია 142 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -82 მილიონს, ინდოეთში კი 84 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.8% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 19%-მა მიიღო. ისრაელისა და აშშ-ს გარდა პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩილესა და მაროკოშია.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა